რუსეთში დააკავეს გენერალ კირილოვის ლიკვიდაციაში ეჭვმიტანილი (შემსრულებელი)- მედია

რუსეთში დააკავეს გენერალ-ლეიტენანტ იგორ კირილოვისა და მისი თანაშემწის, ილი პოლიკარპოვას ლიკვიდაციაში ეჭვმიტანილი.

კირილოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი

როგორც რუსულ მედიაში „ეფესბეზე“ დაყრდნობით იწერება, დაკავებულია 1995 წელს დაბადებული, უზბეკეთის მოქალაქე.

გავრცელებული ცნობით, დაკითხვის დროს მან აღიარა, რომ ის უკრაინის სპეცსამსახურების მიერ იყო დაქირავებული“.

„მათი დავალებით, ის მოსკოვში ჩავიდა და მიიღო ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა. მან ის დაამონტაჟა ელექტრო სკუტერზე, რომელიც იმ კორპუსის შესასვლელთან გააჩერა, სადაც იგორ კირილოვი ცხოვრობდა.

სამხედრო მოსამსახურის საცხოვრებელი ადგილის მონიტორინგის მიზნით, მან იქირავა ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელშიც დაამონტაჟა ვიდეოსათვალთვალო კამერა. ამ კამერის ჩანაწერები ონლაინ რეჟიმში გადაეცემოდათ ქალაქ დნეპრში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორებს. მას შემდეგ, რაც ვიდეო სიგნალი მიიღო სამხედროების მიერ სადარბაზოს დატოვების შესახებ, მან მოწყობილობა დისტანციურად ააფეთქა“, – აცხადებენ „ეფესბეში“.

რუსული მედიის ცნობითვე, ეჭვმიტანილმა განაცხადა, რომ კირილოვის ლიკვიდაციისთვის მას 100 ათასი აშშ დოლარის ოდენობით ფულად ჯილდოს და ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში საცხოვრებლად გაგზავნას ჰპირდებოდნენ.

შეგახსენებთ, რუსეთის რადიაქტიური, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ძალების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი და მისი თანაშემწე ილი პოლიკარპოვა 17 დეკემბერს, მოსკოვში, რიაზანის გამზირზე დილის საათებში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპნენ.