“რუსულ-ქართული დათბობა” – თბილისში მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომელზეც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა განიხილეს

ქართველი პოლიტოლოგები, ექსპერტები და მეცნიერები შეიკრიბნენ მრგვალ მაგიდასთან, საქართველოს მიმდინარე საგარეო პოლიტიკური კურსის განსახილველად და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზების დასახვისათვის.

საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების საუკეთესო გზა სახალხო დიპლომატიაა, მიაჩნიათ თბილისში გამართული მრგვალი მაგიდის მონაწილე ექსპერტებს.

თბილისში ქართველი პოლიტოლოგების, ექსპერტებისა და მეცნიერების მონაწილეობით მრგვალი მაგიდა „ქართულ-რუსული დათბობა“ გაიმართა, რომლის ორგანიზატორიც გაზეთი „სვობოდნაია გრუზია“ იყო. ღონისძიების სტუმრებმა დაასახელეს ქართულ-რუსული ურთიერთობების ძირითადი გამოწვევები, განიხილეს რუსეთის ფედერაციასთან კავშირების დამყარების გზები და საქართველოს შესაძლებლობები, გახდეს ჭეშმარიტად სუვერენული სახელმწიფო.

„საქართველომ რუსეთთან ურთიერთობები ყველა რესურსის გამოყენებით უნდა დაარეგულიროს, მათ შორის ეს არის სახალხო დიპლომატია, რაც გულისხმობს ურთიერთობებს ორი ქვეყნის ახალგაზრდებს, სამეცნიერო და სამედიცინო წრეების წარმომადგენლებს შორის და ა.შ. შემდეგ კი სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე უნდა მოვაგვაროთ ეს კონფლიქტი, რომელიც უკვე 35 წელია არსებობს“, – განაცხადა პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თამარ ჩიბურდანიძემ.

მისი თქმით, სახელმწიფო პოლიტიკაზე რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელია ამ პოლიტიკის შემუშავება სახალხო დიპლომატიის, ექსპერტების დონეზე. აუცილებელია ყველა ექსპერტის აზრის გათვალისწინება, იქნება ეს ოპოზიციის თუ „პოზიციის“ წარმომადგენელი.

როგორც ჩიბურდანიძემ განმარტა, ნებისმიერი ძლიერი სახელმწიფო, მაგალითად ამერიკა და დიდი ბრიტანეთი, ძალიან აქტიურად და პროდუქტიულად იყენებს მეცნიერულ კვლევებს, მათ დასკვნებსა და რეკომენდაციებს საგარეო სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვისას. საქართველოში, მისი თქმით, მეცნიერებას სათანადო ყურადღება არ ექცევა.

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, პოლიტოლოგმა დასძინა, რომ საქართველოს ყველაზე გრძელი საზღვარი აქვს ჩრდილოეთის ქვეყანასთან და აქედან გამომდინარე, საქართველოს არ შეიძლება ჰქონდეს მუდმივი პრობლემები მეზობელ სახელმწიფოსთან.

„პოლიტიკაში მეგობრობაც და მტრობაც პირობითია და დროებითი. მეგობრობა გრძელდება მანამ, სანამ ამის საშუალებას თქვენი სახელმწიფოს ინტერესები იძლევა და მტრობაც გრძელდება მანამ, სანამ ამას თქვენი სახელმწიფოს ინტერესები მოითხოვს”, – განაცხადა ჩიბურდანიძემ.

პოლიტოლოგი რუსეთთან ყველა სადავო საკითხის გადაწყვეტას ორმხრივ მოლაპარაკებებში ხედავს, რადგან ძალისმიერი მეთოდები გამორიცხულია ისეთი პატარა და მცირერიცხოვანი მოსახლეობის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სადაც ომი ისედაც მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს.

„ჩვენი მთავარი მიზანი ნებისმიერ სახელმწიფოსთან ურთიერთობაში უნდა იყოს დემოგრაფიული პოლიტიკა. საქართველოს სჭირდება მშვიდობა. მხოლოდ მშვიდობის პირობებში შეიძლება გადარჩეს გენოფონდი. მაგრამ მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობის მოწესრიგება არ უნდა მოხდეს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის ხარჯზე. მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩვენ გადავალთ შედეგზე“, – აღნიშნა მან.

ჩიბურდანიძეს მიაჩნია, რომ შემდგომი განვითარება დამოკიდებულია საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე, ყველა მეცნიერზე, ხელოვანზე, სახალხო დიპლომატიის ყველა სექტორზე და, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსებზე, რათა საქართველო სინამდვილეში და არა მხოლოდ ქაღალდზე გახდეს სუვერენული სახელმწიფო, იყოს თვითკმარი ქვეყანა, ჰქონდეს ეროვნული პოლიტიკა და რომ საქართველოს ჰყავდეს პარტნიორები დასავლეთში, აღმოსავლეთში და ჩრდილოეთში.

სიტყვით გამოსვლისას პოლიტოლოგმა და ფონდ SIKHA-ს დამფუძნებელმა არჩილ სიხარულიძემ განაცხადა, რომ საქართველომ და რუსეთმა ორმხრივ ურთიერთობებში დიდ პროგრესს მიაღწიეს და შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა.

„თუ გადახედავთ იმას, რისი განვითარებაც შევძელით, ჩვენ უკვე განვავითარეთ ყველაფერი: ტურიზმი, თვითმფრინავები, უვიზო მიმოსვლა. ეს ყველაფერი გაკეთდა. შემდეგი ნაბიჯი, ერთადერთი შესაძლო ნაბიჯი, არის, დავფიქრდეთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე. ეს შეუძლებელია რუსეთის ფედერაციის მხრიდან გარკვეული ძლიერი ნაბიჯების გარეშე“, – განაცხადა სიხარულიძემ.

რუსეთთან ურთიერთობის დამყარებას საჭიროდ მიიჩნევს პოლიტოლოგი და კონფლიქტების ექსპერტი, ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ბადრი ნაჭყებია. ექსპერტი გამოვიდა წინადადებით, რომელსაც შეუძლია, დადებითი გავლენა მოახდინოს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დათბობაზე, ასევე ხელი შეუწყოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, ისინი ქართულმა მხარემ გაწყვიტა 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ, როდესაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) დამოუკიდებლობა აღიარა.

„იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია აღიარებს ჩვენს რელიგიურ მთლიანობას, ჩვენ შეგვიძლია გადავდგათ ერთი პატარა ნაბიჯი და მოვიპოვოთ შესაძლებლობა, ნაწილობრივ მაინც ქართულ ენაზე ჩავატაროთ ღვთისმსახურება გალის ან ოჩამჩირის რეგიონის ეკლესიებში. ეს იქნებოდა ძალიან დიდი და პოზიტიური ნაბიჯია“, – განაცხადა ნაჭყებიამ.

მრგვალი მაგიდის კიდევ ერთმა მონაწილემ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიული ალიანსის“ წარმომადგენელმა გია სულაქველიძემ საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო კომუნიკაციის აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საქართველოსა და რუსეთს შორის აფხაზეთის გავლით სარკინიგზო კავშირი 1990-იანი წლების დასაწყისიდან შეწყდა, როცა საქართველომ რეგიონზე კონტროლი დაკარგა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი სარკინიგზო კავშირია. მისი აღდგენა დადებითად აისახება მოძმე ხალხთან ურთიერთობის დამყარებაზე, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია სამეცნიერო კავშირების დამყარება, რათა ქართველმა მეცნიერებმა თავისი რუსი კოლეგები ქვეყანაში დაგმობისა და კრიტიკის შიშის გარეშე მოიწვიონ“, – განაცხადა სულაქველიძემ.

საინფორმაციო სააგენტო „ივერიონის“ დირექტორი ზაურ ნაჭყებია მიიჩნევს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური კურსი, რომელიც რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას ისახავს მიზნად, სწორია.

„რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შემდეგ, ეს სწორი კურსი გაგრძელდა, საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ შემოიღო, თუმცა საერთაშორისო სანქციებს შეუერთდა“, – აღნიშნა მან.

ზაურ ნაჭყებია ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ ვითარებაში არსებული ხელისუფლების შეცვლა საქართველოსთვის საზიანო იქნებოდა.

„მთელი საზოგადოება და ჯანსაღი ძალები უნდა იყოს მიმართული სახელმწიფო გადატრიალების თავიდან აცილებისა და ქვეყანაში მშვიდობის შესანარჩუნებლად“, – განაცხადა ნაჭყებიამ.

საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. პერმანენტული აქციები იმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, თუმცა თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო. აქციების პირველ დღეებში საკანონმდებლო ორგანის წინ მასობრივად ხდებოდა არეულობები, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა.

 

“Грузино-российская оттепель” – в Тбилиси состоялся круглый стол
Грузинские политологи, эксперты и ученые собрались за круглым столом, чтобы обсудить текущий внешнеполитический курс Грузии и предложить пути решения существующих вызовов
Наилучший путь налаживания отношений между Грузией и Россией – это ведение народной дипломатии, считают эксперты-участники круглого стола, прошедшего в Тбилиси.
Круглый стол “Грузино-российская оттепель”, организованный газетой “Свободная Грузия”, прошел в Тбилиси с участием грузинских политологов, экспертов и ученых. Гости мероприятия назвали основные вызовы в грузино-российских отношениях, обсудили пути налаживания связей с РФ и возможности для Грузии стать истинно суверенным государством.
“Грузия должна урегулировать отношения с Россией с использованием всех ресурсов, в том числе народной дипломатии, которая подразумевает взаимоотношения молодежи двух стран, представителей научных и медицинских кругов и т. д. А после, на уровне госполитики, мы должны решить этот конфликт, который существует уже 35 лет между странами”, – заявила доктор политических наук, профессор Тамар Чибурданидзе.
По ее словам, прежде чем принимать какое-либо решение по государственной политике, необходимо эту политику проработать на уровне народной дипломатии, на уровне экспертов. Необходимо учитывать мнение всех экспертов, оппозиционных и провластных.
 Тамар Чибурданидзе. Круглый стол экспертов и политологов по грузино-российским отношениям - Sputnik Грузия, 1920, 13.12.2024
Тамар Чибурданидзе. Круглый стол экспертов и политологов по грузино-российским отношениям© photo: Sputnik / Stringer
Как пояснила Чибурданидзе, любое сильное государство, например США и Великобритания, очень активно и продуктивно использует научные исследования, их выводы и рекомендации в ведении внешней государственной политики. В Грузии же, по ее словам, науке не уделяется должного внимания.
Что касается отношений с Россией, политолог напомнила, что самая большая граница у Грузии проходит с северной страной, и исходя из этого у государства не может быть постоянных проблем с соседним государством.
“В политике и дружба, и вражда условны и временны. Дружба длится до тех пор, пока это позволяют интересы твоего государства, и вражда так же длится до тех пор, пока этого требуют интересы твоего государства”, – заявила Чибурданидзе.
“Нашей главной целью в отношениях с любым государством должна быть демографическая политика. Грузии нужен мир. Только в условиях мира генофонд может выжить. Но урегулирование отношений с соседней страной не должно происходить в ущерб отношениям с другими странами. Тогда мы пойдём к результату”, – отметила она.
Круглый стол экспертов и политологов по грузино-российским отношениям - Sputnik Грузия, 1920, 13.12.2024
Круглый стол экспертов и политологов по грузино-российским отношениям© photo: Sputnik / Stringer
Чибурданидзе считает, что дальнейшее развитие событий зависит от каждого гражданина Грузии, каждого ученого, представителя искусства, от всех секторов народной дипломатии и, конечно же, политиков, чтобы Грузия действительно стала суверенным государством, а не только на бумаге, была самодостаточной страной, имела национальную политику и чтобы у Грузии были партнеры и на Западе, и на Востоке, и на Севере.
Грузии и России пришло время восстановить дипсвязи – политолог>>
В ходе выступления политолог, основатель SIKHA Foundation Арчил Сихарулидзе заявил, что Грузия и Россия добились большого прогресса в двусторонних отношениях и следующим шагом должно быть восстановление дипломатических отношений.
“Если смотреть на те вещи, которые мы могли бы развивать, мы уже все развили: туризм, самолеты, безвиз. Все это сделано. Следующий шаг, единственный возможный – это задуматься над восстановлением дипломатических отношений. Для того, чтобы это произошло, невозможно без определенных сильнейших шагов со стороны РФ”, – заявил Сихарулидзе.
Арчил Сихарулидзе. Круглый стол экспертов и политологов по грузино-российским отношениям - Sputnik Грузия, 1920, 13.12.2024
Арчил Сихарулидзе. Круглый стол экспертов и политологов по грузино-российским отношениям© photo: Sputnik / Stringer
Налаживание отношений с Россией считает обязательным и политолог-конфликтолог, руководитель Центра по исследованию терроризма и политического насилия Бадри Начкебия. Эксперт выступил с предложением, которое может положительно повлиять на потепление отношений Грузии с Россией, а также поможет налаживанию отношений с Абхазией и Южной Осетией.
Между Грузией и Россией нет дипломатических отношений, они были разорваны грузинской стороной после конфликта в августе 2008 года, когда Москва признала независимость Абхазии и Цхинвальского региона (Южной Осетии).
“Исходя из того, что Русская Православная Церковь признает нашу религиозную целостность, мы могли бы сделать один маленький шаг и получить возможность провести богослужение хотя бы частично и на грузинском языке в храмах в Гальском или Очамчирском районах. Это было бы очень большим и позитивным шагом”, – заявил Начкебия.
Еще один участник круглого стола, представитель НПО “Евразийский альянс” Гия Сулаквелидзе заявил о важности восстановления железнодорожного сообщения Грузии с Россией.
Гия Сулаквелидзе. Круглый стол экспертов и политологов по грузино-российским отношениям - Sputnik Грузия, 1920, 13.12.2024
Гия Сулаквелидзе. Круглый стол экспертов и политологов по грузино-российским отношениям© photo: Sputnik / Stringer
Железнодорожного сообщения между Грузией и Россией через Абхазию нет с начала 1990-х годов, когда Грузия потеряла контроль над этим регионом.
“Самое важное – это железнодорожное сообщение. Его восстановление положительно скажется на налаживании отношений с братским народом. Тем не менее, важно также установление научных связей, чтобы грузинские ученые могли приглашать своих российских коллег, не боясь осуждения и критики”, – заявил Сулаквелидзе.
В “Грузинской мечте” ответили на намерение ЕС “наказать Грузию”>>
Директор информационного агентства “Ивериони” Заур Начкебия считает правильным политический курс нынешнего правительства Грузии, который направлен на развитие торгово-экономических отношений с Россией.
“После российско-украинского конфликта этот правильный курс продолжился, Грузия не ввела свои санкции против России, хоть и присоединилась к международным санкциям”, – отметил он.
Заур Начкебия. Круглый стол экспертов и политологов по грузино-российским отношениям - Sputnik Грузия, 1920, 13.12.2024
Заур Начкебия. Круглый стол экспертов и политологов по грузино-российским отношениям© photo: Sputnik / Stringer
“Все общество и здоровые силы должны быть направлены к тому, чтобы не допустить госпереворота и сохранить мир в стране”, – заявил Начкебия.
Акции протеста начались в Грузии 28 ноября в ответ на решение властей снять с повестки дня до 2028 года открытие переговоров о вступлении страны в ЕС. Митинги перманентно проводятся в разных городах Грузии, но в Тбилиси они приняли систематический и масштабный характер. В первые дни у парламента массово происходили беспорядки, пострадали десятки человек.