ილონ მასკი აცხადებს, რომ აშშ-ის კონგრესმა ტრამპის ინაუგურაციამდე არცერთი კანონი არ უნდა მიიღოს

აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მომავალმა ხელმძღვანელმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქვეყნის კონგრესმა დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე, რომელიც 20 იანვარს არის დაგეგმილი, არცერთი კანონი არ უნდა მიიღოს.

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი

„კონგრესში 20 იანვრამდე, დონალდ ტრამპის სამუშაო კაბინეტში შესვლამდე არცერთი კანონი არ უნდა იყოს მიღებული. არცერთი. ნული“, – წერს მასკი.