პუტინი: მალე ის უკრაინელები აღარ დარჩებიან, რომელთაც ბრძოლა სურთ

მალე ის უკრაინელები აღარ დარჩებიან, რომელთაც ბრძოლა სურთ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

„ბატონი ჯონსონი, კარგი ვარცხნილობით, ჩავიდა და მან თქვა, რომ მათ უკანასკნელ უკრაინელამდე უნდა იბრძოლონ. ისინიც იბრძვიან, მაგრამ ის უკრაინელები, რომელთაც ბრძოლა სურთ, მალე ამოიწურება. ჩემი აზრით, მალე აღარ დარჩებიან უკრაინელები, რომლებსაც ბრძოლა სურთ“, – აღნიშნა პუტინმა.

პუტინის განცხადებით, რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მზად არის.

„ჩვენ მზად ვართ. მაგრამ აუცილებელია, რომ მეორე მხარე მზად იყოს მოლაპარაკებებისთვის და კომპრომისებისთვის“, – დასძინა ვლადიმერ პუტინმა.