პუტინის თქმით, უკრაინაში ე.წ. სპეციალური ოპერაცია უფრო ადრე უნდა დაეწყო

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, ახლა თვლის, რომ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ 2022 წელზე ადრე უნდა დაეწყო.

ვლადიმერ პუტინი

ამის შესახებ მან ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც საუბრობდა, თუ რას შეცვლიდა, დროის დაბრუნება რომ შეეძლოს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე პერიოდში.

მისი თქმით, 2022 წლის სიტუაციისთვის თავიდან რომ შეეხედა, იფიქრებდა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მანამდე უნდა მიეღო და ამისთვის მომზადება უფრო ადრე დაეწყო.