თქვენი მთავრობა რასაც ითხოვს აბსოლუტურად ნორმალურია. ევროკავშირში მე იმ პარტიაში ვარ, რომელიც წარმოსახავს ევროპულ ერებს, რომ ერს გააჩნია ტრადიცია, კულტურა, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ გადაცემაში „იმედი LIVE“-ში.
აღნიშნული განცხადებით მან უპასუხა კითხვას – საქართველოს ხელისუფლება ითხოვს სამართლიან და თანასწორ დამოკიდებულებას, როგორია თქვენი ხედვა, ევროკავშირის ბიუროკრატების მხრიდან ცალკეულ შემთხვევაში მართლაც აქვს თუ არა უსამართლო გადაწყვეტილებებს ან არაპარტნიორულ დამოკიდებულებებს ადგილი.
როგორც ტიერი მარიანიმ აღნიშნა, თუ ფრანგი ხარ, ვერ იქნები გერმანელი და ლიეტუველი.
„ევროპულ მხარეს სურს ის, რასაც აკეთებს კომისია და მე მესმის სრულიად თქვენი გეოგრაფიული პოზიციიდან გამომდინარე, რომელიც ძალიან განსხვავებულია, რატომ გსურთ მიიღოთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები. ევროკავშირმა უნდა ისწავლოს პატივი სცეს ერის ნებას“, – აღნიშნა ტიერი მარიანიმ.
მან, ასევე, უპასუხა კითხვას, თუ რას ფიქრობს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
„დარწმუნებული ვარ, ის ადამიანები, რომლებიც დგანან დემონსტრაციების უკან, ოცნებობენ მაიდანზე. თქვენ გახსოვთ მაიდანმა რა მოიტანა. როდესაც მოვისმინე პრეზიდენტ მაკრონის გზავნილი ყველა ქართველის მისამართით, რომ თქვენ უნდა უსაფრთხოებაზე ზრუნავდეთ, მახსოვს საფრანგეთში რა სიტუაცია იყო გამოსვლების დროს. ძალიან მძიმე რეპრესიები მიმდინარეობდა. ეს უნდა შეწყდეს. პირველ რიგში ქვეყნის ინტერესებიდან გადმომდინარე და უნდა მოხდეს დემოკრატიის პატივისცემა.
მომიგია და წამიგია მრავალი არჩევნები და პატივს ვცემდი დემოკრატიას. ადამიანები, რომლებიც გამოდიან ქუჩაში, რათა შეიცვალოს ქართველი ხალხის ნება, დემოკრატიას პატივს არ სცემენ, დემოკრატია ქუჩებში არ მიიღწევა, დემოკრატია მიიღწევა საარჩევნო უბანში, როცა ხმას აძლევენ და ნათელი შედეგი დადგა ამ კენჭისყრიდან“, – განაცხადა ტიერი მარიანიმ.