რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში ჟურნალისტებთან და მოსახლეობასთან გამართული პირდაპირი ხაზის დროს ამერიკის შეერთებულ შტატებს სარაკეტო დუელში გამოიწვია.
როგორც პუტინმა განაცხადა, ის გამოდის ინიციატივით, რომ ვაშინგტონმა შეარჩიოს სამიზნე, მაგალითად კიევი და სარაკეტო შესაძლებლობები შეადარონ.
ვლადიმერ პუტინის თქმით, იგი „ორეშნიკის“ ტიპის ზებგერით ბალისტიკურ რაკეტას გაისვრის, შეერთებულ შტატებს კი სურვილისამებრ ნებისმიერი საჰაერო ან სარაკეტო თავდაცვის სისტემა შეუძლია დაუპირისპიროს.
კრემლის ლიდერი ირწმუნება, რომ „ორეშნიკის“ ჩამოგდებას ამერიკა ვერ შეძლებს.