ბაღდათში მამაკაცი მდინარემ წაიღო

ტრაგედია ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ობჩაში. 60 წლამდე მამაკაცი მდინარემ წაიღო.

სოფლის მოსახლეობა “ინფო იმერეთთან” საუბრისას ამბობს,რომ  მამაკაცი  სახლში ბრუნდებოდა, გზად კი წვიმისგან ადიდებულ მდინარეზე გადასვლა მოუწია, რის შედეგადაც კაცი დინებამ გაიტაცა.

“ამ კაცის სახლისკენ მიმავალი გზა არ არის გაკეთებული და არც ხიდია გადასასვლელი. იფიქრა, მდინარეს გადავივლიო, მაგრამ წვიმის გამო ადიდებული იყო და  ეს ტრაგედია მოხდა.

შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. ცხედარი შემთხვევის ადგილიდან 100 მეტრში იპოვეს. სამაშველოებიც იყვნენ ადგილზე და პოლიციაც”, – აცხადებს ადგილობრივი.

წყარო: infoimereti.ge