ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე – „დრონების კოალიცია“ უკრაინას იანვრიდან სხვადასხვა ტიპის ათიათასობით დრონს მიაწვდის

“დრონების კოალიციის” და “საზღვაო კოალიციის” ქვეყნები “რამშტაინის” ფორმატის ფარგლებში იანვრიდან უკრაინისთვის დიდი რაოდენობით სხვადასხვა ტიპის დრონების მიწოდებას დაიწყებენ, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ლუკ პოლარდმა განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია ათიათასობით დრონზე.

”შემიძლია დავადასტურო, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებაა მოსალოდნელი იანვარში – ჩვენ დავიწყებთ ათიათასობით დრონის მიწოდებას „საზღვაო“ და „დრონების“ კოალიციების მეშვეობით, რომლებსაც ხელმძღვანელობს გაერთიანებული სამეფო პარტნიორებთან -ნორვეგიასთან და ლატვიასთან ერთად”, – განაცხადა პოლარდმა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე არ ისაუბრა.