პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს, ვიზიტის ფარგლებში, მეორედ ხვდება.
შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.
ალენ ბერსე პრემიერთან შესახვედრად ადმინისტრაციის შენობაში, რამდენიმე წუთის წინ მივიდა.
ცნობისთვის,საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ალენ ბერსე პირველი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან 18 დეკემბერს გამართა. გარდა ამისა, ის შეხვდა „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. ასევე, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს, აქციაზე დაშავებულ ჟურნალისტებსა და დემონსტრანტებს.