ნიკა მელია: ალან ბერსეს ბრიფინგზე ვისმენთ რეალობას მოწყვეტილ, ბიძინასთვის საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს

გუშინ ჩვენი კოალიცია არ შეხვდა ალან ბერსეს, რასაც ჰქონდა კონკრეტული მიზეზი, – წერს სოციალურ ქსელში ნიკა მელია.

ნიკა მელია

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ალან ბერსეს ბრიფინგზე დღეს მათ რეალობას მოწყვეტილი მიზეზი მოისმინეს.

„გუშინ ჩვენი კოალიცია არ შეხვდა ალან ბერსეს, რასაც ჰქონდა კონკრეტული მიზეზი: ვერ მოვისმინეთ კონკრეტიკა, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ვიზიტი.

დღეს, მის ბრიფინგზე ვისმენთ რეალობას მოწყვეტილ, ბიძინასთვის საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს (რუსული კანონის შელამაზება და ა.შ).

პროტესტს აქვს მკაფიო მოთხოვნა – ახალი არჩევნები“, – წერს ნიკა მელია.