საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს ვიცე-პრემიერად დანიშნა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა.
საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში დღეიდან 3 ვიცე-პრემიერი იქნება.
პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ასრულებს.
ასევე, ვიცე-პრემიერია თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.