რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილე – ნატო რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტისთვის ემზადება

ნატო აგრძელებს მზადებას რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტისთვის და თავდაცვის სფეროში დაგეგმვის პროცესში ალიანსის აგრესიული ქცევის გათვალისწინება ხდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა.

რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილე - ნატო რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტისთვის ემზადება

„რუსეთი თანმიმდევრულად იცავს პირდაპირი კონფლიქტის თავიდან აცილების პოლიტიკას, მათ შორის ჩვენი სამხედრო შესაძლებლობების დემონსტრირებით. რაც შეეხება ნატო-ს ზოგად კურსს, ის საფრთხეს უქმნის როგორც რუსეთს, ასევე გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების მთლიან არქიტექტურას“, – განაცხადა გრუშკომ.

მისი თქმით, ნატო, რომელიც რუსეთის ზრახვების დემონიზაციას ახორციელებს, ცდილობს მიაღწიოს უპირატესობას ყველა ოპერაციულ გარემოში, მუდმივად ზრდის რუსეთის საზღვრებთან სამხედრო კონტინგენტების რაოდენობას, ატარებს წვრთნებს, რომლებიც მოიცავს შეტევითი მოქმედებების პრაქტიკას და ავითარებს ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას ჯარების, იარაღისა და აღჭურვილობის სწრაფი გადატანისთვის.