დონალდ ტრამპის ყოფილმა თანაშემწემ კაშ პატელმა, რომელიც ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის პოსტზეა წარდგენილი, განაცხადა, რომ მიმართ ფარული გამოძიება მიმდინარეობდა ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის კრისტოფერ რეის მხრიდან, რომელიც ახლახან გადადგა.
პატელის თქმით, მის მიმართ კრისტოფერ რეიმ და იუსტიციის სამინისტრომ მას შემდეგ დაიწყეს ფარული გამოძიება, რაც მან მიიპყრო მათი ყურადღება კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეზე, რომელიც რუსულ კვალზე გადიოდა.
პატელი აპირებს მისცეს რეკომენდაცია დონალდ ტრამპს, შექმნას 24-საათიანი ოფისი იმისათვის, რომ გამოქვეყნებული იყოს ამერიკული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტები, მაგალითად, 9/11-სა და ჯონ კენედის საქმის დოკუმენტები, რადგანაც Deep State-ი მალავს კორუფციას და ჩადენილ დანაშაულს.
პატელის თქმით, ის დახურავს ფედერალური ბიუროს შენობას პირველივე დღეს, მეორე დღეს კი გახსნის იქ Deep State-ის მუზეუმს. მას სურს გამოაქვეყნოს ფინანსისტ ჯეფრი ეფშტეინის და Paff Daddy-ის სიები.
პატელი ასევე აპირებს გააგზავნოს მთელი ამერიკის ტერიტორიაზე ფედერალური ბიუროს 7000 თანამშრომელი დამნაშავეების დასაჭერად. მისი თქმით, ის აპირებს Deep State-ის განადგურებას. პატელი ასევე ურჩევს ტრამპს, ჩამოართვას 51 ჩინოვნიკს იმუნიტეტი, რომლებიც იყენებენ თავის თანამდებობას იმისთვის, რომ იშოვონ ფული ამერიკელ მოქალაქეების მიმართ თაღლითობის გზით.
პატელი დებს პირობას, გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს ყველა ის ადამიანი, რომელმაც ბოლო რვა წლის განმავლობაში აშშ-ს მიაყენა ზიანი. მისი თქმით, ეს არ არის შურისძიება, ეს სამართლიანობის აღდგენა და ამერიკელებში საკუთარი მთავრობის მიმართ ნდობის დაბრუნებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
მან ასევე აღნიშნა, რომ იქნება მიღებული დამატებითი ნაბიჯები Deep State-ის განადგურებისთვის, რათა ამერიკაში აღდგეს სასამართლო და სამართალდამცავი სისტემები, რომლებიც უნდა იყო დაფუძნებული აშშ-ს კონსტიტუციის დაცვაზე და არა მის იარაღად გამოყენებაზე, როგორც ამერიკელი ხალხის, ასევე ნებისმიერი პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ.