რობერტ ფიცო: თუ ვინმე აპირებს გაზის ფასის გაზრდას ევროპის ტერიტორიაზე და ევროკავშირისთვის უზარმაზარი ეკონომიკური ზიანის მიყენებას – ეს არის პრეზიდენტი ზელენსკი

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს განცხადებით, თუ ვინმე აპირებს გაზის ფასის გაზრდას ევროპის ტერიტორიაზე და ევროკავშირისთვის უზარმაზარი ეკონომიკური ზიანის მიყენებას – ეს არის პრეზიდენტი ზელენსკი, – იუწყება Euronews-ი.

„თუ ვინმე აპირებს ხელი შეუშალოს გაზის ტრანზიტს სლოვაკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, თუ ვინმე აპირებს გაზის ფასის გაზრდას ევროპის ტერიტორიაზე, თუ ვინმე აპირებს მიაყენოს უზარმაზარი ეკონომიკური ზიანი ევროკავშირს, ეს არის პრეზიდენტი ზელენსკი“, – განაცხადა რობერტ ფიცომ ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების ერთდღიანი სამიტის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ზელენსკის აქვს ნერვიულობის უფლება.

„მე არ ვისურვებდი მის ადგილზე ვიყო, რადგან მისი ქვეყანა იტანჯება,” – დასძინა ფიცომ და აღნიშნა, რომ სლოვაკეთი არასოდეს დაუშვებს უკრაინას ნატოში გაწევრიანებას.

ფიცომ ზელენსკის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ტრანზიტი მხოლოდ იმ შემთხვევაში შესაძლოა გაგრძელდეს, თუ სლოვაკეთი არ გადაუხდის რუსეთს ფულს ომის დამთავრებამდე, აბსურდული უწოდა.

„თუ გაზის ნაკადი აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით შეწყდება, ეს გამოიწვევს ზეწოლას გაზის ფასზე საერთაშორისო ბაზარზე და, ზოგადად, გამოიწვევს დიდ ეკონომიკურ ზარალს ევროკავშირში, რომელსაც მოგვიანებით იგრძნობენ“, – აღნიშნა ფიცომ და დაამატა, რომ ვერ ხვდება, რატომ უნდა გადაიხადონ გაზრდილი გაზის ფასი, როდესაც დახმარებას უწევენ უკრაინას.