გერმანიის ქალაქ მაგდებურგში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ილონ მასკმა, სოციალურ ქსელ X-ში, გერმანიის კანცლერს კვლავ სულელი უწოდა. მასკი წერს, რომ ოლაფ შოლცი სასწრაფოდ უნდა გადადგეს.
“შოლცი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს. ის არაკომპეტენტური სულელია”, – დაწერა მასკმა.
გემანიაში, მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე მანქანა ხალხს შეეჯახა. შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა. მომხდარს გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. სწორედ მის განცხადებას გამოეხმაურა სოციალურ ქსელში მასკი.