აშშ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ბელარუსში მოგზაურობისგან

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სპეციალური განცხადება გაავრცელა ბელარუსთან დაკავშირებით და საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ბელარუსში მოგზაურობისგან.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ი იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკვე იმყოფებიან ბელარუსში, ურჩევს სასწრაფოდ დატოვონ ეს ქვეყანა რადგან არსებობს მასობრივი არეულობებისა და უსაფუძვლო დაკავების რისკი.

“ბელარუსის ხელისუფლების მიერ ადგილობრივი კანონების თვითნებური აღსრულებისა და დაკავების რისკის გამო, ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მუდმივი ხელშეწყობის და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს მზარდი არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადი ხასიათის გამო, არ იმოგზაუროთ ბელარუსში”, – წერია განცხადებაში