ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი აცხადებს, რომ OSCE/ODIHR–ის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში სერიოზულ ხარვეზებს ადასტურებს. ამის შესახებ იგი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
“ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეასრულოს პრიორიტეტული რეკომენდაციები, რათა დაიბრუნოს ნდობა, აღიარება და უზრუნველყოს ევროპული მომავალი – ის, რამაც ასობით ათასი ქართველი ქუჩებში გამოიყვანა”, – წერს კოსი.