ნიუ იორკის მეტროს ვაგონში მგზავრმა ქალს ცეცხლი წაუკიდა – ის ადგილზე დაიღუპა

ნიუ იორკში, ბრუკლინის მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში, მგზავრი ცეცხლის წაკიდების შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს. პოლიციის კომისრის, ჯესიკა ტიშის თქმით, ქალი ვაგონში ფეხზე იდგა, როდესაც მასთან მამაკაცი მივიდა და სანთებელით ტანსაცმელზე ცეცხლი წაუკიდა.

დანაშაულის ადგილი

ქალი ადგილზე დაიღუპა, ეჭვმიტანილმა კი მიმალვა მოახერხა. ის მოგვიანებით, იმ დროს დააკავეს, როდესაც ისევ მეტროთი მგზავრობდა.

„ეს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დანაშაულია, რომელიც ერთმა ადამიანმა მეორეს წინააღმდეგ შეიძლება ჩაიდინოს“, – ამბობს ჯესიკა ტიში.

დანაშაული ადგილობრივი დროით 07:30 საათზე მოხდა. არსებული ცნობით, კაცი მატარებლიდან იმ დროს გამოვიდა, როდესაც დანაშაულის ადგილზე პოლიციელები მივიდნენ.

„ოფიცრები სადგურის ზედა მხარეს პატრულირებდნენ, როდესაც სული იგრძნეს და კვამლი შენიშნეს. მათ ვაგონის შიგნით მდგომი ადამიანი დაინახეს, რომელიც მთლიანად ცეცხლში იყო გახვეული“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიების თქმით, შემთხვევამდე, დამნაშავესა და მსხვერპლს შორის არანაირი ურთიერთკავშირი არ ყოფილა და სავარაუდოდ, ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ.