უილსონი: დე ფაქტო “ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური, ნებისმიერი ახალი მთავრობა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით უნდა ჩამოყალიბდეს

საქართველოში ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, “ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური”.

“საქართველოში არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც ვთქვი: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი ლეგიტიმური ძალაა.

ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით”, – წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი.