ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაური ანდრუს მერილო მიიჩნევს, რომ რუსეთმა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპირება მოახდინა და ამით მსოფლიოს მკაფიო სიგნალი გაუგზავნა, რომ ეს ნორმალური მოვლენაა.
მისი თქმით, რუსეთმა დაიკავა მეზობელი ქვეყნის ტერიტორია, მოლაპარაკებების შედეგად ეს ტერიტორია, დიდი ალბათობით, გარკვეული დროით დარჩება რუსეთის ფედერაციაში.
„რუსეთმა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია ომის მეშვეობით მოახერხა და მსოფლიოს მკაფიო სიგნალი გაუგზავნა, რომ ეს ნორმალურია, და მოლაპარაკებების შედეგად, როგორც ჩანს, ეს ტერიტორია კიდევ რამდენიმე ხანი მასთან დარჩება. ეს ხომ გზავნილია სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც ახლა დაფიქრდებიან, ხომ არ დაეწყოთ კონფლიქტი რაღაცა სხვა ძველი მიზეზით, რათა მეზობელს რამე წაართვან“, – აღნიშნა მერილომ.
როგორც ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაურმა აღნიშნა, ეს ფაქტი სრულად ცვლის მსოფლიოში უსაფრთხოები არქიტექტურას.
მან დასძინა, რომ თუ უკრაინის ომის გაყინულ კონფლიქტად გადაიქცევა, მაშინ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის თვალში რუსეთი იქნება გამარჯვებული.