„აბულინგებენ ყველას, მეწარმეებს, ხელოვანებს, სპორტსმენებს, მეცნიერებს, სტუდენტებს, ბებია-ბაბუებს, სკოლებში უვარდებიან მცირეწლოვან ბავშვებს. ეს არის მეგობრებო ლიბერალური ფაშიზმი“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ფაშიზმი უნდა დასრულდეს ქვეყანაში.
„რა ხდება სოციალურ ქსელებში, რა მასშტაბის ფინანსური რესურსია ჩადებული იმაში, რომ სოკოებივით მომრავლებულმა ათასგვარმა გაურკვეველმა ჯგუფებმა მოახდინოს საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, ცხადია ეს არ გამოსდით და ძალადობით და ლანძღვა-გინებით ესხმიან თავს ყველას და ყველაფერს. აბულინგებენ ყველას, მეწარმეებს, ხელოვანებს, სპორტსმენებს, მეცნიერებს, სტუდენტებს, ბებია-ბაბუებს, სკოლებში უვარდებიან მცირეწლოვან ბავშვებს.
სიძულვილის კამპანია – განსხვავებული აზრის სრული მიუღებლობა, რევოლუციური სცენარის ჩვეულებრივი ნაწილია. ეს არის მეგობრებო ლიბერალური ფაშიზმი და ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის რომ ქვეყანაში ფაშიზმი დავასრულოთ. ქვეყანაში უნდა დასრულდეს ის მდგომარეობა და ვითარება, რაც გვაქვს ჩვენ ამ კონკრეტული ძალადობის სახით. რასაც აკეთებენ ამ ბოლო დღეების განმავლობაში არის ლიბერალური ფაშიზმი და ფაშიზმი უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში“, – აცხადებს თბილისის მერი.