კრემლში აცხადებენ, რომ რამდენიმე ქვეყანა მზად არის, პუტინსა და ტრამპს შორის შესაძლო შეხვედრას უმასპინძლოს

კრემლის ლიდერის თანაშემწის, იური უშაკოვის ინფორმაციით, რამდენიმე ქვეყანა მზად არის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისა და აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შესაძლო შეხვედრას უმასპინძლოს. აღნიშნულ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

ტრამპი პუტინი

იური უშაკოვმა უარი თქვა იმ ქვეყნების დაკონკრეტებაზე, რომლებმაც მასპინძლობასთან დაკავშირებით ინიციატივა გამოიჩინეს.

„უკვე მივიღეთ რამდენიმე წინადადება ამ კუთხით სხვადასხვა ქვეყნისგან. არ ვიტყვი რომელი ქვეყნებია, რათა წინასწარ არ განვსაზღვროთ მოვლენების შესაძლო ან შეუძლებელი განვითარება, მაგრამ ასეთი წინადადებები კეთდება“, – აღნიშნა იური უშაკოვმა.