მთავრობის დადგენილებით, 3-იდან 10 იანვრამდე უქმე დღეები გამოცხადდა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის, 3-დან 10 იანვრამდე უქმე დღეები გამოცხადდა.

კალენდარი

დადგენილების თანახმად, უქმეა 2025 წლის 3 იანვარი, 6 იანვარი, ასევე 8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით დღეები.

შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა.