შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ე.წ. კანონიერი ქურდი გელა ტბილისკი დააკავა. ის კრიმინალურმა პოლიციამ აიყვანა. ვრცელდება ვიდეო, სადაც ნათქვამია, რომ გელა ჯოჯუა თავისი შვილის, MMA-ის მებრძოლის ლიანა ჯოჯუას სანახავად იყო მისული.
უცნობია, როგორ გადმოკვეთა მან საზღვარი ან რომელი სასაზღვრო პუნქტიდან შემოვიდა საქართველოში. ის არაერთხელ იყო დაკავებული უკრაინაში.
მას ედავებოდნენ როგორც ქურდული სამყაროს წევრობას, ასევე კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობას.
წყარო: ალია