ჟურნალისტმა ელისო ჯარიაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულა” დატოვა. ამის შესახებ ჯარიაშვილი “ფეისბუქის” გვერდზე წერს.
“ჩემთვის სამწუხაროდ და ამავე დროს მოულოდნელად, ჩემი და „ფორმულას“ გზები გაიყო.
რუსული რეჟიმის წინააღმდგ ბრძოლაში ვრჩები ბოლომდე.
წარმატებას და გაძლიერებას ვუსურვებ თავისუფალ მედიას და განსაკუთრებით „ფორმულას“ ჟურნალისტებს!
შევხვდებით რუსთაველზე!“ – წერს ჯარიაშვილი.