მარნეულში, სამხედრო ნაწილში ჯარისკაცი დაიღუპა

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სამხედრო ნაწილში, ჯარისკაცი დაიღუპა.

პოლიცია

სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ვადიანი სამხედრო მოსამსახურის ზიადინ არაზის ძე მამედოვის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.