„პრაიმ ტაიმის“ ინფორმაციით, ლელა წურწუმიამ „მთავარი არხი“ დატოვა – „გადაცემა გაჩერებულია, ჩემი აზრით, აღარ გაგრძელდება“ – აცხადებს კახა მამულაშვილი

„პრაიმ ტაიმის“ ინფორმაციით ლელა წურწუმიამ მთავარი არხი დატოვა. „პრაიმ ტაიმი“ ინფორმაციის გადამოწმებას ლელა წურწუმიასთან შეეცადა, თუმცა მომღერალმა ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

ლელა წურწუმია

კომუნიკაცია შედგა წურწუმიას მეუღლესთან კახა მამულაშვილთან, რომელიც ამავდროულად მომღერლის პროდიუსერია, მან დაგვიდასტურა, რომ მთავარ არხზე გადაცემა „მხოლოდ ლელასთან“ გაჩერებულია და მისი აზრით არც გაგრძელდება.

„ გადაცემა გაჩერებულია. ჯერჯერობით არ გადის. ჩემი აზრით, აღარ გაგრძელდება. არ ვიცი. ვნახოთ…“ – აცხადებს “პრაიმ ტაიმთან” კახა მამულაშვილი.