ყაზახეთში Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავის კატასტროფისას გადარჩენილთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა

ყაზახეთში, ქალაქ აქტაუსთან ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავის კატასტროფისას გადარჩენილთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა, –  ამის შესახებ აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის წარმომადგენელმა, უფროსმა პროკურორმა ქენან ზეინალოვმა განაცხადა.

ავიაკატასტროფა ყაზახეთში

„ ბოლო მონაცემებით, ბორტზე მყოფი 32 ადამიანი გადარჩა და მკურნალობს“, – განაცხადა ზეინალოვმა.