საქართველოს საგარეო უწყება სამძიმარს უცხადებს აზერბაიჯანს თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს აზერბაიჯანს ყაზახეთში Azerbaijan Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

„ღრმად შეწუხებულნი ვართ Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ ცნობებით, რომლის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა. გულწრფელად თანავუგრძნობთ და მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს მოძმე აზერბაიჯანელ ხალხს. ამ რთულ დროს საქართველო გვერდში უდგას და სოლიდარობას უცხადებს სტრატეგიულ პარტნიორს, აზერბაიჯანს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.