სენატორმა რენდ პოლმა განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თითქმის 5 მილიონი დოლარი დახარჯა უკრაინელ „ინფლუენსერებზე“

„რესპუბლიკელმა“ სენატორმა, რენდ პოლმა განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თითქმის 5 მილიონი დოლარი დახარჯა უკრაინელ „ინფლუენსერებზე“.

რენდ პოლი

რენდ პოლმა ხაზგასმით აღნიშნა ეს, როგორც აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული ხარჯი 2024 წელს.

სენატორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელმა გადასახადის გადამხდელებმა კიევს უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან 174 მილიარდი დოლარის ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარება გაუწიეს, „ვიღაც ფიქრობდა, რომ ბრწყინვალე იდეა იყო დამატებით 4.8 მილიონი დოლარის გადაყრა „უკრაინის საზოგადოებრივ საქმეთა გავლენის შტაბისთვის“.