WP: ბაიდენმა, შესაძლოა, სანქციები დააწესოს რუსული ენერგეტიკის წინააღმდეგ მისი ვადის დასრულებამდე

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს რუსეთის ენერგოსექტორის წინააღმდეგ ახალი „სერიოზული სანქციების“ დაწესებას მისი ვადის დასრულებამდე, – ამის შესახებ Washington Post-ი წერს.

ჯო ბაიდენი

WP-ის თანამოსაუბრეების თქმით, ბაიდენის გუნდში განხილულ ზომებს შორის არის ახალი შეზღუდვები „ჩრდილოვანი ფლოტის“ მიმართ, რომელიც ახორციელებს რუსული ნავთობის ტრანსპორტირებას არსებული სანქციების გვერდის ავლით, ასევე, რუსი ნავთობის ექსპორტიორების მიმართ, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან სანქციების ქვეშ.

The Washington Post-ის წყაროები აცხადებენ, რომ ბაიდენი ადრე უფრთხილდებოდა რუსეთის ენერგეტიკის სექტორის წინააღმდეგ ზედმეტად მკაცრი სანქციების დაწესებას, ეშინოდა ნავთობის მსოფლიო ფასების მკვეთრი ზრდისა და, შესაბამისად, საწვავის ფასების შეერთებულ შტატებში.

ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განუმარტა WP-ს, რომ ახალი სანქციები საჭიროა იმისთვის, რომ უკრაინამ დაიცვას საკუთარი თავი და შეძლოს შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებები „სამართლიანი“ პირობებით.

„ეს ღონისძიება იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ამ მიზნის მისაღწევად“ – დასძინა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით.