ტრიო “თბილისის” წევრი, მომღერალი ზაზა მამალაძე, სოციალურ ქსელში მომღერლების მიმართ ინტერნეტ ბულინგის შემთხვევებს ეხმაურება და წერს, რომ ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ საქართველოში შეიძლებოდა ვინმე დაეშანტაჟებინათ სიმღერის გამო.
– ცხოვრებაში ვერ წარმომედგინა, რომ საქართველოში შეიძლებოდა ვინმე დაეშანტაჟებინათ არ იმღეროო. ცოტა ეჭვით ვუყურებდი ლიბერალურ ფაშიზმზე და ამდაგვარ საკითხებზე მთავრობის წევრების გამონათქვამებს.
მაგრამ ახლა რასაც ვუყურებ ფაშიზმზე უარესია, ქართველს რომ ეტყვი არ იმღეროო და ამ დროს თვითონ რუსთაველზე კიდეც მღერიან და კიდეც ცეკვავენ.
გადაგვარების ახალი გზა მოუფიქრებიათ თუ რა უბედურება ხდება?