აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პენტაგონს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დაჩქარება დაავალა. მან უკრაინის ენერგოსისტემაზე 25 დეკემბერს განხორციელებულ მასირებულ სარაკეტო იერიშს „აღმაშფოთებელი“ უწოდა. ინფორმაციას Deutche welle ავრცელებს.
„ბოლო თვეებში შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ასობით ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა მიაწოდეს. კიდევ უფრო მეტი ამჟამად გზაშია. მე დავავალე თავდაცვის სამინისტროს, რომ უკრაინას იარაღი აქტიურად მიაწოდოს. აშშ იმუშავებს, რათა უკრაინის პოზიციები გაძლიერდეს და მან რუსული ძალების შეტევების მოგერიება შეძლოს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ბაიდენმა განაცხადა, რომ მასირებული რუსელი შეტევის მიზანი იყო უკრაინელებისთვის სითბოზე და ელექტროენერგიაზე წვდომის წართმევა და ქვეყნის ენერგოსისტემის საფრთხეში ჩაგდება.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაზე მასირებული საჰაერო იერიში 25 დეკემბერს დილით განახორციელა. რუსეთმა უკრაინას 70 ბალისტიკური რაკეტა და 100 დრონი ესროლა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 50-ზე მეტი რაკეტა და დრონების უმეტესობა განადგურებული იყო.