„გაბანკროტებული 4 ძალისგან ექსკლუზიური პროცესის შექმნა პრეზიდენტს მათ ინსტრუმენტად აქცევს და არა ხალხის ნების გამომხატველად“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

„ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „გაბანკროტებული ოთხი ძალის ინსტრუმენტად“ შეიძლება იქცეს და არა ხალხის ნების გამომხატველად.

თამარ ჩერგოლეიშვილი

„გაბანკროტებული ოთხი ძალისგან ექსკლუზიური პროცესის შექმნა პრეზიდენტს ამ ოთხი ძალის ინსტრუმენტად აქცევს და არა ხალხის ნების გამომხატველად.

ვფიქრობ, ეს ესმის პრეზიდენტს. თუ არ ესმის, ის ვერ გახდება სახალხო პროცესის ლიდერი“, – წერს ჩერგოლეიშვილი.