„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის უწყების მტკიცებით, ისრაელის იერიშის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და ათზე მეტი დაშავდა

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის უწყების მტკიცებით, ღაზას სექტორში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და ათზე მეტი კი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

აფეთქება

ამავე ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა ღაზას სექტორის ქალაქ ზეიტუნში მდებარე სახლზე იერიშის შედეგად.

ამასთან, ალ-ავდას საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთი ჟურნალისტი დაიღუპა.