იაპონია უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან 3 მილიარდ დოლარს გადასცემს

იაპონია უკრაინას გაყინული რუსული აქტივებით უზრუნველყოფილ კიდევ 3 მილიარდ აშშ დოლარს გადაურიცხავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის პრემიერ-მინისტრ შიგერუ იშიბასთან საუბრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა იაპონიის მთავრობას თავშესაფრების მშენებლობისთვის და ენერგეტიკული მოწყობილობებისთვის დამატებითი დახმარების გაწევისთვის.

უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის პრემიერ-მინისტრს შობის ღამეს რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მასიური დაბომბვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მადლობა გადაუხადა იაპონიის მზადყოფნისთვის იმუშაოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ აშშ-სგან მიიღო 1 მილიარდი დოლარი, რომელიც უზრუნველყოფილია გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით.