„ხედავენ, რომ საპროტესტო მუხტი ვერ გადაიტანეს სამოქალაქო დაპირისპირებაში… მათი ბოლო იმედია 29 რიცხვი“ – ლევან მაჭავარიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, 29 დეკემბერი (ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის თარიღი) ოპოზიციის ბოლო იმედია, რათა ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვიოს.

“რაღაც სახლობანას თამაშს ჰგავს, ვინაიდან არ იციან, რა უნდა იყოს გამოსავალი. ხედავენ, რომ “მაკკეინის ინსტიტუტის” გაიდლაინსაც ვერ მიჰყვებიან და, მადლობა ღმერთს, ეს საპროტესტო მუხტი ვერ გადაიტანეს სამოქალაქო დაპირისპირებაში. მათი ბოლო იმედია 29 რიცხვი, რომელსაც აანონსებენ, უანონსებენ თავიანთ პარტაქტივს.

ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ქალბატონ ზურაბიშვილს მისი გარემოცვა აუხსნის, რომ შეუძლებელია ამ ქალბატონმა იცხოვროს პარალელურ სამყაროში,” – აცხადებს ლევან მაჭავარიანი.