კონცერტის მოწინააღმდეგეები ამჯერად თიკა ჯამბურიას დაესხნენ თავს – „ქართველ ხალხს აქვს ნიჭი, გაგანადგუროს, დაგაგდოს და გადაგიაროს…“

მომღერალი თიკა ჯამბურია ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მან სამთავრობო კონცერტში მიიღო მონაწილეობა. როგორც მომღერალი სოციალურ ქსელში წერს, მას ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტში მონაწილეობა არ მიუღია.

მან „ინსტაგრამზე“ დაწერა, რომ დმანისში ახალგაზრდულ ბანაკში იმყოფებოდა სადაც სტუდენტებისთვის რამდენიმე სიმღერა შეასრულა:

„ბევრს არაფერს არ დავწერ და თავს არ გავიმართლებ… 21-ში 7 საათიდან ვიყავი დმანისში ახალგაზრდულ ბანაკში, სადაც სტუდენტებს ვუმღერე რამდენიმე სიმღერა… სამწუხაროდ, არ მაქვს სუპერ ნიჭი, რომ 2 ადგილას ერთდროულად ვიყო, თუმცა ქართველ ხალხს აქვს ნიჭი, გაგანადგუროს, დაგაგდოს და გადაგიაროს დაუსაბუთებლად“ – წერს ჯამბურია“ – წერს თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში.