გადაწყვეტილების მიმღები ცენტრები უშუალოდ კიევში შესაძლოა გახდეს რუსეთის ფედერაციის სამიზნე. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, ეს დამოკიდებული იქნება „მომდინარე საფრთხეებზე“.
ამასთან, ლავროვის მტკიცებით, რუსეთი სამიზნედ არასდროს ირჩევს სამოქალაქო ობიექტებს.
„ჩვენ, უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის სამიზნეებს რუსეთის წინაშე არსებული საფრთხეების გათვალისწინებით ვირჩევთ. ეს შეიძლება იყოს სამხედრო ობიექტები, თავდაცვის ინდუსტრიის საწარმოები, გადაწყვეტილების მიმღები ცენტრები კიევში, ასევე შეიძლება იყოს სამიზნე. თუმცა, სამოქალაქო სამიზნეებისთვის პასუხის გაცემა ჩვენს წესებში არ შედის. ეს, კიევში დასავლეთის მხარდაჭერით დასმული ნაცისტების და იმათი წესია, ვინც მათ იარაღით ამარაგებს, რათა გაანადგურონ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მშვიდობიანი მოსახლეობა“, – ამბობს ლავროვი.