„ნაცმოძრაობა“ „იმედს“ ემუქრება: ლოგიკური და ბუნებრივი იქნება, რომ სისტემის დემონტაჟს მოჰყვება, სისტემის ამ მნიშვნელოვანი ნაწილის დემონტაჟიც

შეტევა იმედზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერით – მეთოდი, რომელსაც ნაცმოძრაობის რეჟიმი ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ იყენებდა, მის მიმდევრებში აქტუალობას არ კარგავს. „იმედი უნდა გაითიშოს“ – წერენ სოციალურ ქსელებში ნაცმოძრაობის წევრები და მათი მხარდამჭერები.

რევანშისტულ გეგმებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ მალავენ.

„რა თქმა უნდა, იმის შემდეგ, რაც რუსული რეჟიმის დემონტაჟი მოხდება, თავისთავად მსგავსი ტიპის პროპაგანდისტული საშუალებების არსებობას საჭიროება აღარ ექნება. ლოგიკური და ბუნებრივი იქნება, რომ სისტემის დემონტაჟს მოჰყვება სისტემის ამ მნიშვნელოვანი ნაწილის დემონტაჟიც“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა.