შალვა პაპუაშვილი – ანა დოლიძეს ისე უნდა ხელისუფლებაში ყოფნა, რომ დარწმუნებული ვარ, ქალბატონი სალომე რომც გამოვიდეს, ის დარჩება იმ შენობაში

„ანა დოლიძეს ისე უნდა ხელისუფლებაში ყოფნა, რომ დარწმუნებული ვარ, ქალბატონი სალომე რომც გამოვიდეს, ის დარჩება იმ შენობაში“, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ანა დოლიძის განცხადების შეფასებისას გააკეთა.

პარლამენტის თავმჯდომარე

პაპუაშვილის თქმით, დოლიძეს ხელისუფლების გარკვეული ხიბლი აქვს.

„იცით, რომ ის იყო პირველი, რომელმაც თავის სოციალურ ქსელში არჩევნების მეორე დღესვე დაწერა, რომ პარლამენტის წევრია. სტატუსი იმ მომენტშივე შეიცვალა. მას ხელისუფლების გარკვეული ხიბლი აქვს. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ქალბატონი სალომე რომც გამოვიდეს, ანა დოლიძე ალბათ იქ დარჩება და დახვდება ახალ პრეზიდენტს. ზოგადად მინდა ვთქვა, რომ არასერიოზულია.

მგონი, თვითონაც აცნობიერებენ, რომ ერთი მხრივ, არასერიოზულია ასეთი მიდგომა, სასაცილოდ გაიხდის თავს ყველა, ვინც ასეთ ნაბიჯზე წავა, რომ ოთხი კედლის ლეგიტიმაციის იმედად იყოს. მეორე მხრივ – ეს არის წასვლა ქართველი ხალხის წინააღმდეგ და არავის ვურჩევ, რომ ხალხის წინააღმდეგ წავიდეს,“ – აცხადებს პაპუაშვილი.