„თეატრალურის კვარტეტი” საახალწლო ღონისძიებების განრიგს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ისინი მზად არიან სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად.
ასევე, კვარტეტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს ულოცავს.
„საუკეთესო სურვილებით გილოცავთ ყველას, ვინც დღეს აღნიშნავთ შობის დღესასწაულს!
გვიახლოვდება ახალი წელი და გვინდა ბედნიერი წელიწადი გისურვოთ სრულიად საქართველოს – ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და წარმატება იყოს თქვენი წლის მეგზური!
აქვე, მთელი გულით ვულოცავთ აღსაყდრებიდან 47 წლის თავს უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და მცხეთა-თბილისის მთავარ ეპისკოპოსს, ილია მეორეს – დაე, მრავალჟამიერ იყოს მისი სიცოცხლე!
ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უკვე დაიწყო საქართველოს რეგიონებში. ჩვენი სიმღერით ყოველთვის მზად ვართ სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად და ჩვენს მსმენელთან ერთად ძვირფასი ადამიანური მომენტების გასაზიარებლად. 21.12.2024 – ბოლნისი 25.12.2024 – ვანი 26.12.2024 – ჩოხატაური 29.12.2024 – თეთრიწყარო 30.12.2024 – დედოფლისწყარო ფეხბედნიერი იყოს ახალი 2025 წელი სრულიად საქართველოსთვის!”, – წერს „თეატრალურის კვარტეტი”.