ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში მორიგ განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ შობას რადიკალ მემარჯვენეებს ულოცავს, რომლებიც მისივე თქმით, გამუდმებით დევნიან ტრამპს.
„შობას ვულოცავ რადიკალ შეშლილ მემარჯვენეებს, რომლებიც გამუდმებით ცდილობენ ჩვენი სასამართლოს სისტემისა და არჩევნების შეფერხებას და დევნიან შეერთებული შტატების დიად მოქალაქეებსა და პატრიოტებს, მაგრამ, განსაკუთრებით – მათ პოლიტიკურ ოპონენტს, ანუ მე.
მათ იციან რომ მათი გადარჩენის ერთადერთი გზა არის შეწყალება იმ ადამიანისგან, რომელმაც არ იცის, რას აკეთებს. ასევე, იმ 37 ყველაზე ძალადობრივ კრიმინალს, რომლებმაც მოკლეს, გააუპატიურეს და გაძარცვეს ისე, როგორც მანამდე თითქმის არავის უქნია ეს, მაგრამ მძინარა ჯო ბაიდენმა ისინი შეიწყალა.
უარს ვამბობ ამ იღბლიან „სულებს“ შობა მივულოცო და სანაცვლოდ ვეტყვი – ჯანდაბაშიც წადით! ჩვენ გვქონდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უდიდესი არჩევნები, ახლა აშშ-ს თავზე კაშკაშა შუქი ანათებს და 26 დღეში ჩვენ ამერიკას კვლავ დიდებულს გავხდით. გილოცავთ შობას!“ – წერს ტრამპი truthsocial-ზე.