ცნობილია იმ კომპანიების სია, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკის პარალელურად, მილიონობით ლარის შემოსავალს რუსეთის ბაზარზე საკუთარი პროდუქციის ექსპორტ-იმპორტით იღებენ

ცნობილია იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც რუსეთის ბაზარზე ოპერირებით მსხვილ შემოსავლებს იღებენ.

საუბარია იმ კომპანიებზე, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მუდმივად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, საქართველომ რუსეთის ბაზარი ქართველი მეწარმეებისთვის გახსნილი დატოვა.

ირკვევა, რომ თავად ამ კომპანიებს საკმაოდ მსხვილი შემოსავლები სწორედ რუსეთის ბაზრიდან აქვთ. რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქციით სარგებელი 2021-2024 წლებში შემდეგმა კომპანიებმა მიიღეს:

შპს „ლორგო“ – 60,461,894 ლარი
შპს „პსპ ფარმა“ – 49,611,158
შპს „ჯეო-კოოპ“ – 47,955,624
შპს „ნატურლენდი“ – 23,865,116
შპს „გორგია“ – 9,048257 ლარი
სს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ – 9,047,787 ლარი
შპს „ბეიბი ფუდი“ ჰიპი -9,002,725 ლარი
შპს „კავკას მეტალი“ – 4,102,068 ლარი
შპს „კორპორაცია ქართული ღვინო“ -3,437,984 ლარი
შპს „რითეილ ჯგუფი“ – მაგნიტი – 2,290,204 ლარი
შპს „გეო ორგანიკს“ -2,211,445 ლარი
შპს „თერმოინდუსტრია“ – 1,819,189 ლარი
შპს „ცელსიუსი“- 1,474036 ლარი
სს „წყალი მარგებელი“ – „ნაბეღლავი“ – 1,343,496
შპს „სუპერი“ – 858,476

რაც შეეხება ექსპორტს რუსეთის ფედერაციაში, 2021-2024 წლებში ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი კომპანიებისთვის ასეთია:

სს „წყალი მარგებელი“ – „ნაბეღლავი“ – 35,581,817 ლარი
შპს „კორპორაცია ქართული ღვინო“ – 31,069,380 ლარი
შპს „გეო ორგანიკს“ – 20,776,555 ლარი
შპს „NUTSGE“ – 19,727,332 ლარი
შპს „ვინივერია“ – 11,192,775 ლარი
სს „თბილღვინო“ – 9,674,708 ლარი
შპს „ხეთა“- 5,067,400 ლარი
შპს „ანგელ ლოჯისტიკს“ -3,606,959 ლარი
შპს „კამპა“ – 2,132,001 ლარი
შპს „გემუანი“ – 1,886,946
შპს „ჩირინა“ – 1,090,134 ლარი
შპს „გეოპლანტი“ – „გურიელი“ – 932,121 ლარი
შპს „ჯეო-კოოპ“ – 754,087 ლარი
სს „ენისელი – ბაგრატიონი“ – 255,012 ლარი
შპს „ბარამბო“ – 192,258 ლარი