“არანაირი დაფინანსება პროირანულ დიქტატურებს!” – აშშ “რესპუბლიკელთა კვლევითი კომოტეტი” ქოცებს გულისხმობს

ამერიკა პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ – არანაირი დაფინანსება პროირანულ დიქტატურებს. ამის შესახებ განცხადებას რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტი (Republican Study Committee) X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

“ამერიკა პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ – არანაირი დაფინანსება პროირანულ დიქტატურებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულით რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტი კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც კონგრესმენი ბიძინა ივანიშვილს კორუმპირებულად მოიხსენიებს და “ჩინეთისა და ირანის მოყვარულს და ამერიკის მოძულეს” უწოდებს.

იმავე განცხადებაში უილსონი აღნიშნავს, რომ ივანიშვილი საქართველოს დემოკრატიიდან დიქტატურად გადაქცევას ცდილობს და თუ ეს მოხდება, საქართველოს სრულუად უნდა შეუწყდეს დაფინანსება.