აზერბაიჯანის მთავრობამ კორონავირუსული ინფექციის გავრცელებით გამოწვეული განსაკუთრებული საკარანტინე რეჟიმი 2025 წლის 1 აპრილამდე გააგრძელა.
„ქვეყანაში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2025 წლის 1-ელი აპრილის 06:00 საათამდე გახანგრძლივდება“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
შესაბამის განკარგულებას აზერბაიჯანის მთავრობამ მიიღო.