ექსპერტები აცხადებენ, რომ რაკეტა „ორეშნიკი“, რომლითაც კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი ამაყობს, რუსული კომპანიების მიერ დასავლური ტექნოლოგიების დახმარებით არის შექმნილი, – ამის შესახებ უკრაინული მედია Financial Times-ზე დაყრდნობით წერს.
მედია წერს, რომ საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის დასამზადებლად, რუსულმა კომპანიებმა „სიმენსის“, „ჰაიდენჰაინისა“ და „ფანუკის“ მაღალტექნოლოგიურ კომპიუტერული სისტემები გამოიყენეს. აღნიშნული საწარმოებიდან ორი გერმანულია, ერთი კი იაპონური.
„Oreshnyk-ის განვითარება გვიჩვენებს, თუ რამდენად არის დამოკიდებული რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ჯერ კიდევ მაღალი კლასის დასავლურ აღჭურვილობაზე. დასავლეთის ქვეყნების მთავრობებმა უნდა შეაჩერონ ამ საქონლის მიწოდება“, – განაცხადა ექსპერტმა დენის გუტიკმა.
The Financial Times-ი წერს, რომ სანქციების მიუხედავად, რუსეთმა 2024 წელს რაკეტის წარმოებისთვის საჭირო 3 მილიონი დოლარის ღირებულების ტვირთის მიღება შეძლო, მათ შორის „ჰაიდენჰაიმის“ შექმნილი კომპონენტების.