გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ-შტაინმაიერმა ბუნდესტაგის დაშლის და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ განაცხადა. არჩევნების 2025 წლის 23 თებერვალს ჩატარდება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
„სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ამ რთულ პერიოდში აუცილებელია ქმედუნარიანი მთავრობა და მტკიცე უმრავლესობა პარლამენტში“, – განაცხადა შტაინმაიერმა.
ეს გადაწყვეტილება გერმანიის პრეზიდენტმა ფედერალურ კანცლერთან, ოლაფ შოლცთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო. 16 დეკემებრს ბუნდესტაგმა შოლცს უნდობლობა გამოუცხადა. უნდობლობას ხმა მისცა გერმანიის პარლამენტის 394 წევრმა, ხოლო 207 წინააღმდეგი იყო.
გერმანიის პრეზიდენტი ამბობს, რომ დღევანდელ პირობებში სტაბილური საპარლამენტო უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობა არ არსებობს.