გულბაათ რცხილაძე ეხმაურება ოპოზიციის მხრიდან პარტიების სახელმწიფო დაფინანსებაზე უარის ართქმასა და ამაზე კობახიძის მყისიერ რეაქციას:
ჰაიტის ბანანის რესპუბლიკის მდგომარეობისკენ დიდი სისწრაფით მიმავალ საქართველოს, მოპედერასტო “ევროპა გვინდა” ტიპებისა და მათზე მონადირე ვითომ-მოვაჟკაცო, ნიღბიან-დუბინკიანი ბანდიტების სათარეშოდ ქცეულს, კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია დაატყდა თავს:
“ქუჩაში გასული” ოპოზიციური პარტიების უმეტესი ნაწილი – მევახშეებად წოდებული ხაზარაძე-ჯაფარიძეები, ღალატისთვის ყოველთვის გამზადებული გახარია და “ტრადიციულ-ორთოდოქსული” მიშისტების “კლეოპატრა” თინა ბოკუჩავა თავის ჭიჭე ვაშაძიანად, საბიუჯეტო დაფინანსებას აიღებს ანუ მიიღებს და აითვისებს კიდეც! საუბარი, როგორც ვხვდები, მილიონობით ლარზეა.
ამ კამარილიის ფონზე, ყველაზე კაცურად “ორი ნიკა” ჩანან – მელია და გვარამია. მათ უარი თქვეს და არ (გა-)დაიკუზნენ გადმოყრილი მილიონების ასაღებად. მართალია, გვარამიას უზარმაზარი ხელფას-ჰონორარები ჰქონია მისთვის ჩაბარებული კიდევ ერთ მსხვერპლ-ტელევიზიიდან, მაგრამ არა მგონია, ხაზარაძე-ჯაფარიძის ტანდემს ბევრად უფრო მეტი არ ჰქონდეს, თუმცა ისინი “ზედმეტ ფულს” დახარბდნენ, გვარამია კი – არა….
პარლამენტში არ შედიან, მაგრამ ფულს აიღებენ – გენიალურია! მოსალოდნელად გენიალური.
თუმცა მთავარი, ჩემი აზრით, საახალწლო “ჩეჩელაკად” წოდებული პრემიერმინისტრ კობახიძის რეაქციაა. ჩემთვის ესეც მოსალოდნელი იყო, თუმცა ვაი ჩემს არაერთ ნაცნობ-მეგობარს, “კონსერვატული იდეოლოგიის” პოლიტიკური ძალების მიფარჩაკების პირობებში დაობლებულებს და “ქოცებზე” მიტმასნილებს, ან უბრალოდ, გულშემატკივრებს:
კობახიძის სახით რომ გვპირდებოდა მთელი ქოცისტანი, მათი “დიდი ქველმოქმედისა” და “საპატიო თამჯმდომარის” თამადობით, “ნაცებს” ავკრძალავთო, აი ჩვენი დედები – ხმა მოგვეცით და ნახავთ, თუ არ ავკრძალოთ მთელი “ლიბერასტური” ოპოზიცია, გარედან მართული, “მაი აგენტები, მაგენიო”…
ვინც ეს მორიგი ოცნება დაიჯერა, აღფრთოვანდა და “41” აფერადა ბეჯითად, ახლა პასუხად მიიღო: ოპოზიციას ავკრძალავთ კი არა, გვიხარია, დაფინანსებას რომ დათანხმდნენ და კიდევ მეტად გაგვიხარდება, პარლამენტში შემოსულს რომ ვნახავთ, ამით ჩვენი სრული ლეგიტიმაცია მოხდებაო:
“ბარიერგადალახული 4 პარტიიდან 3-მა აღიარა არჩევნების შედეგები დღეს, გვარამიას პარტიის გარდა სამივემ და გარდა ამისა, ვინც ვერ გადალახა ბარიერი, დამატებით 2-მა პარტიამ, ვისაც ეკუთვნოდა დაფინანსება, ასევე, აღიარა არჩევნების შედეგები. როცა იღებ დაფინანსებას არჩევნების საფუძველზე, ამით აღიარებ არჩევნების ლეგიტიმურობას /…/ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება ჩვენ შეგვასწრონ თებერვალში საქართველოს პარლამენტში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემა ,,იმედი LIVE”-ში.
ა ბატონო, “ჩეჩელაკი” ეძახეთ თქვენ და მყისიერი რეაქცია ჰქონდა, თან ერთხელ მაინც გააკეთა ვითარების ადეკვატური შეფასება! თქვენ კი, როგორც მოსალოდნელი იყო – მოგატყუათ! მოგატყუათ ისევე, როგორც ბანკირები და ნაცები ატყუებენ თავიანთ ამომრჩეველს. ახლა რას იტყვით, მაინც?!
სხვა საკითხია, რატომ გინდოდათ ჩემი ნაცნობ-მეგობრების ერთ ნაწილს ასე, “დიდი ქველმოქმედის” შულერული დიქტატურა საქართველოში?! მადლობა ღმერთს, რომ ამას მაინც გადავრჩით!!!
სტალინის დარი ფიგურა მანახეთ და მის დიქტატურას პირველი დავუჭერ მხარს! დანარჩენი ტიპის დიქტატურა საქართველოსთვის დამღუპველია, თუმცა არც ახლანდელი ანარქია გვიქადის რაიმე კარგს.
გამოსავალი? – მე ნუ მკითხავთ, წადით და კიდევ “41” აფერადეთ!
გულბაათ რცხილაძე